пятница, 19 июня 2009 г.


ბევრი ვიფიქრე, სვეტის სანაცვლოდ უბრალოდ ჩემი პროტესტი ქვეყანაში გაურკვევლობისაგან ინერტულ მდგომარეობაში აღმოჩენილ საზოგადოებაზე ხომ არ გამოვხატო მეთქი, ამით თავიდან პოლიტიკაში გადაშვებასაც ავიცილებდი და ბოლოს და ბოლოს საკუთარ აზრსაც ნათლად გამოვხატავდი. მაგრამ შეუძლებელია, გვერდი აუარო იმ პოლიტიკურ მდგომარეობას რაშიც ახლა ვიმყოფებით. მრავლობით რიცხვში ვსაუბრობთ და საინამდვილეში ყველას ავიწყდება,(მათ შორის მეც ძალიან ხშირად) თავადაც რომ მოვიაზრებით ამ ძალათ პატრიოტებში, ნამდვილად სამშობლოსათვის გულშემატკივართა, თუ უბრალოდ საკუთარ ტყავზე მზრუნველთა რიგებში. საზოგადოების უემოციობა პროტესტის გრძნობას მიჩენს-მეთქი. თუცა სასაცილოა, ალბათ ამის თქმა, როცა თვეზე მეტია ათასობით, ან ახლა უკვე ასობით ადამიანი ქუჩაში დგას და საკუთარი პოზიციის დაცვას ცდილობს. უადგილოა, ინერტულად მონათლო საზოგადოება, რომლისთვისაც დაბრკოლებას კანონმდებლობაც კი არ წარმოადგენს და საკუთარ თავზე იღებს სამართლიანობა-უსამართლობის გარჩევას, განაჩენის გამოტანასაც და აღსრულებასაც. 
მიმდინარე მოვლენებს ტელევიზიით ვუყურებდი, ძალიანაც არ მინდოდა მაგრამ მოგვიანებით შევუერთდი კიდეც, ბოლოს და ბოლოს პროფესიული წინსვლისთვის აუცილებელად გადასადგმელი ნაბიჯი იყო. არა, განა იმიტომ არ ვუერთდებოდი მომიტინგეებს, რომ, საზოგადოების ახალი დაყოფის შედეგის მიხედვით „მიშისტი“ ვარ,(ეს საერთოდ ვღაცისტობა საშიენელი სენია უკვე) პირიქით, მსგავსს „ანტი-მიშისტს“ (მაინც ვერ გავცდი ამ ვიღაცისტობას.) არც ისე ბევრს ვიცნობ. უბრალოდ ყოველ ახალ საპროტესტო ტალღაზე, აჟიტირებულ საზოგადოების დანახვაზე და იმ ადამინების საუბრის მოსმენის შემდეგ საპროტესტო ფრონტიდან , რომელთაც სხვათაშორის ძალიან დიდ პატივს ვცემ და რატომღაც ხალხის ფონით, ღია ცის ქვეშ სრულიად განსხვავებული იმიჯის შექმნას ცდილობენ ხოლმე, ან არც ცდილობენ და თავისთავად გამოსდით, ალექსანდრე სარაჯიშვილის სიტყვები მახსენდება და საოცარი შიში მიპყრობს, უფრო ეჭვი: ”ქართველები მონობას ისე არიან მიჩვეულები, ერთ ბატონს მეორეთი რო უცვლიან თავისუფლება ჰგონიათ_ო”. 
მეშინია კიდევ ერთხელ არ დავუშვათ შეცდომა. მინდა გადაწყვეტილება რომელსაც მიიღებს ქართველი მოსახლეობა არა ემოციებით ნაკარნახევი, არამედ გააზრებული იყოს. ბოლოს და ბოლოს მინდა, პოლიტიკურ პარტიებს გააჩნდეთ საარჩევნო პროგრამა. კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება მინდა ეძლეოდეთ ოპონენტებს საზოგადოებრივი მაუწყებლი ეთერით, საზოგადოების მოთხოვნაა ასეთი, თუნდაც ამ მიზეზით და იმის პრეტენზიაც მაქვს, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც პარლამენტში მიიღებს მანდატებს თუ საკრებულოში, საკუთარი პიზიცია გააჩნდეთ ელემენტარული საკითხების მიმართ. მაგალითად არის თუა არა რუსეთი პარტნოირი ქვეყანა, ნატო ჯოჯოხეთი სადაც არც ერთ სემთხვევაში არ უნდა გავწევრიანდეთ და დსთდან გამოსვდა გამოუსწორებელი შეცდომა ხომ არ იყო? ეს ყველაფერი ძალიან მინდა რეალობაში მოხდეს. გაიმართოს დებატები 1 არზხე, პოზიციას აფიქსირებდეს ყველა სერიოზული პოლიტიკური პარტია, ჟურნალისტი თავისუფალი იყოს გამოხატვისას და არ ურტყამდნენ ჩართვისას, არჩევნებზე მისვლისას საათიან რიგში დგომის შემდეგ აღარ მქონდეს იმის გარანტირებული მოლოდინი, რომ მაინც გააყალბებენ ჩემს ხმას, ერთადერთს, რასაც, როგორც მოქალაქე ვასრულებ ყოველგვარი გასამრჯეოს გარეშე. თუმცა ჯერ ჯერობით ამ ყველაფრზე პრეტენზიის ქონის უფლებაც კი არ მაქვს. რატომ? პასუხი მარტივია. რა ხდება დღეს ქვეყანაში? კონსტიტუციის შეცვალს აპირებენ. მმართველობის ფორმის ცვლილებისათვის ემზადება გარკვეული პოლიტიკური სპექტრი და ამის პარალელურად და სანაცვლოდ მიტინგზე მისული ქალები, გაზონზე რომ იკავებენ ადგილს, 5-5 თეთრს აგროვებენ და მზესუმზირას იმარაგებენ, ეკა ბესელიას დანახვაზე საწრაფოდ ტოვებენ მონდომებით დაკავებულ ადგილს და პოლიტიკოსთან დასასმელი მხოლოდ ერთი კითხვა უჩნდებათ. „როგორ არის ბატონი ირაკლი? მთავარია ის იყოს კარგად....“ საკვირველია? სულაც არა. უბრალოდ სამწუხარიოა და მეტი არაფერი. როგორ არაფერი, სწორედ რომ ძალიან დიდი პრობლემააასეთი დამოკიდებილება საკითხის მიმართ რომელიც შენს ქვეყანაში მმართველობი ფორმის სეწცვლას, კონსტიტუციის პრაქტიკულად ახალ ფორმულირებას გულისხმობს.
 p.s აი აკვირველი სხვა რამ უფროა. მაგალითად რატომ ვარ ასე პოლიტიზირებული 19 წლის ადამიანი, მითუმეტეს ჟურნალისტი, მაშინ როცა ინტერესების სფერო მართლაც ძალიან დიდი და ამოუწურავია. რატომ არ ვწერ თუნდაც იმ მუსიკალურ ფესტივალზე, რომლის ბასების ფონზეც მიწევს ბოლო 3 ღამეა ძილის მცდელობა? ისე კი არც მაშინ ვიქნებოდი პოლიტიკისგან ძალიან შორს. იპოდრომზე გამართული, tbilisi open ear, უზარმაზარი ფესტივალი ხომ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ტარდება, რომ პოლიტიკური ნიშნით დაბლოკილი ხელოვანები, მომღერლები სიმღერის კონკურსზე ვერ მოხვდნენ.