пятница, 19 июня 2009 г.


ბევრი ვიფიქრე, სვეტის სანაცვლოდ უბრალოდ ჩემი პროტესტი ქვეყანაში გაურკვევლობისაგან ინერტულ მდგომარეობაში აღმოჩენილ საზოგადოებაზე ხომ არ გამოვხატო მეთქი, ამით თავიდან პოლიტიკაში გადაშვებასაც ავიცილებდი და ბოლოს და ბოლოს საკუთარ აზრსაც ნათლად გამოვხატავდი. მაგრამ შეუძლებელია, გვერდი აუარო იმ პოლიტიკურ მდგომარეობას რაშიც ახლა ვიმყოფებით. მრავლობით რიცხვში ვსაუბრობთ და საინამდვილეში ყველას ავიწყდება,(მათ შორის მეც ძალიან ხშირად) თავადაც რომ მოვიაზრებით ამ ძალათ პატრიოტებში, ნამდვილად სამშობლოსათვის გულშემატკივართა, თუ უბრალოდ საკუთარ ტყავზე მზრუნველთა რიგებში. საზოგადოების უემოციობა პროტესტის გრძნობას მიჩენს-მეთქი. თუცა სასაცილოა, ალბათ ამის თქმა, როცა თვეზე მეტია ათასობით, ან ახლა უკვე ასობით ადამიანი ქუჩაში დგას და საკუთარი პოზიციის დაცვას ცდილობს. უადგილოა, ინერტულად მონათლო საზოგადოება, რომლისთვისაც დაბრკოლებას კანონმდებლობაც კი არ წარმოადგენს და საკუთარ თავზე იღებს სამართლიანობა-უსამართლობის გარჩევას, განაჩენის გამოტანასაც და აღსრულებასაც. 
მიმდინარე მოვლენებს ტელევიზიით ვუყურებდი, ძალიანაც არ მინდოდა მაგრამ მოგვიანებით შევუერთდი კიდეც, ბოლოს და ბოლოს პროფესიული წინსვლისთვის აუცილებელად გადასადგმელი ნაბიჯი იყო. არა, განა იმიტომ არ ვუერთდებოდი მომიტინგეებს, რომ, საზოგადოების ახალი დაყოფის შედეგის მიხედვით „მიშისტი“ ვარ,(ეს საერთოდ ვღაცისტობა საშიენელი სენია უკვე) პირიქით, მსგავსს „ანტი-მიშისტს“ (მაინც ვერ გავცდი ამ ვიღაცისტობას.) არც ისე ბევრს ვიცნობ. უბრალოდ ყოველ ახალ საპროტესტო ტალღაზე, აჟიტირებულ საზოგადოების დანახვაზე და იმ ადამინების საუბრის მოსმენის შემდეგ საპროტესტო ფრონტიდან , რომელთაც სხვათაშორის ძალიან დიდ პატივს ვცემ და რატომღაც ხალხის ფონით, ღია ცის ქვეშ სრულიად განსხვავებული იმიჯის შექმნას ცდილობენ ხოლმე, ან არც ცდილობენ და თავისთავად გამოსდით, ალექსანდრე სარაჯიშვილის სიტყვები მახსენდება და საოცარი შიში მიპყრობს, უფრო ეჭვი: ”ქართველები მონობას ისე არიან მიჩვეულები, ერთ ბატონს მეორეთი რო უცვლიან თავისუფლება ჰგონიათ_ო”. 
მეშინია კიდევ ერთხელ არ დავუშვათ შეცდომა. მინდა გადაწყვეტილება რომელსაც მიიღებს ქართველი მოსახლეობა არა ემოციებით ნაკარნახევი, არამედ გააზრებული იყოს. ბოლოს და ბოლოს მინდა, პოლიტიკურ პარტიებს გააჩნდეთ საარჩევნო პროგრამა. კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება მინდა ეძლეოდეთ ოპონენტებს საზოგადოებრივი მაუწყებლი ეთერით, საზოგადოების მოთხოვნაა ასეთი, თუნდაც ამ მიზეზით და იმის პრეტენზიაც მაქვს, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც პარლამენტში მიიღებს მანდატებს თუ საკრებულოში, საკუთარი პიზიცია გააჩნდეთ ელემენტარული საკითხების მიმართ. მაგალითად არის თუა არა რუსეთი პარტნოირი ქვეყანა, ნატო ჯოჯოხეთი სადაც არც ერთ სემთხვევაში არ უნდა გავწევრიანდეთ და დსთდან გამოსვდა გამოუსწორებელი შეცდომა ხომ არ იყო? ეს ყველაფერი ძალიან მინდა რეალობაში მოხდეს. გაიმართოს დებატები 1 არზხე, პოზიციას აფიქსირებდეს ყველა სერიოზული პოლიტიკური პარტია, ჟურნალისტი თავისუფალი იყოს გამოხატვისას და არ ურტყამდნენ ჩართვისას, არჩევნებზე მისვლისას საათიან რიგში დგომის შემდეგ აღარ მქონდეს იმის გარანტირებული მოლოდინი, რომ მაინც გააყალბებენ ჩემს ხმას, ერთადერთს, რასაც, როგორც მოქალაქე ვასრულებ ყოველგვარი გასამრჯეოს გარეშე. თუმცა ჯერ ჯერობით ამ ყველაფრზე პრეტენზიის ქონის უფლებაც კი არ მაქვს. რატომ? პასუხი მარტივია. რა ხდება დღეს ქვეყანაში? კონსტიტუციის შეცვალს აპირებენ. მმართველობის ფორმის ცვლილებისათვის ემზადება გარკვეული პოლიტიკური სპექტრი და ამის პარალელურად და სანაცვლოდ მიტინგზე მისული ქალები, გაზონზე რომ იკავებენ ადგილს, 5-5 თეთრს აგროვებენ და მზესუმზირას იმარაგებენ, ეკა ბესელიას დანახვაზე საწრაფოდ ტოვებენ მონდომებით დაკავებულ ადგილს და პოლიტიკოსთან დასასმელი მხოლოდ ერთი კითხვა უჩნდებათ. „როგორ არის ბატონი ირაკლი? მთავარია ის იყოს კარგად....“ საკვირველია? სულაც არა. უბრალოდ სამწუხარიოა და მეტი არაფერი. როგორ არაფერი, სწორედ რომ ძალიან დიდი პრობლემააასეთი დამოკიდებილება საკითხის მიმართ რომელიც შენს ქვეყანაში მმართველობი ფორმის სეწცვლას, კონსტიტუციის პრაქტიკულად ახალ ფორმულირებას გულისხმობს.
 p.s აი აკვირველი სხვა რამ უფროა. მაგალითად რატომ ვარ ასე პოლიტიზირებული 19 წლის ადამიანი, მითუმეტეს ჟურნალისტი, მაშინ როცა ინტერესების სფერო მართლაც ძალიან დიდი და ამოუწურავია. რატომ არ ვწერ თუნდაც იმ მუსიკალურ ფესტივალზე, რომლის ბასების ფონზეც მიწევს ბოლო 3 ღამეა ძილის მცდელობა? ისე კი არც მაშინ ვიქნებოდი პოლიტიკისგან ძალიან შორს. იპოდრომზე გამართული, tbilisi open ear, უზარმაზარი ფესტივალი ხომ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ტარდება, რომ პოლიტიკური ნიშნით დაბლოკილი ხელოვანები, მომღერლები სიმღერის კონკურსზე ვერ მოხვდნენ.

четверг, 30 апреля 2009 г.


  ამდენი პოლიტიკური მოვლენებით გარემოცულმა, რთულია, გვერდი ავუარო პოლიტიკას და ვწერო მხოლოდ საზოგადოებაზე. რატომღაც, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ქართული საზოგადოება პოლიტიზირებულობის პირდაპირპროპორციული გახდა. ეს ფაქტი არ მომწონს მე და არამარტო მე, დარწმუნებული ვარ. თუმცა დღევანდელ ცხოვრებაში პოლიტიკა ერთგვარ მოდადაც კი იქცა. 
  უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ხშირად შევხვდებით ადამიანებს, რომლებიც დემოკრატიას გვაჩეჩებენ ხელებში. „ დემოკრატია, დემოკრატია, აბა ახალი დემოკრატია“... პირველი, რაც თავში მომდის ის „მაროჟნის“ გამყიდვლები არიან, რომელთაც ზაფხულის ცხელ დღეებში არაერთხელ გავუღვიძებივართ დილით, ხმამაღალი შეძახილებით. მოკლედ რომ ვთქვათ, ქართულ პოლიტიკაში საოცარი ქაოსია, როგორც იტყვიან, დედა შვილს არ აიყვანს ხელშიო. ასეთ ვითარებაში რთულია, ვინმემ ადეკვატური დასკვნები გამოიტანოს და სწორი არჩევანი გააკეთოს. თვალწინ მიდგება საპნის ოპერები, რომლებშიც ბოლო სერიამდე არავინ იცის ვინ კეთილია და ვინ ბოროტი. ზოგჯერ ისიც ხდება, რომ ყველაზე სასტიკები და დაუნდობლები სიკეთის მხარეს დგებიან ხოლმე და იმ ხალხის ნდობასაც კი მოიპოვებენ, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ, მათ ასეთ სახეცვლილებაში. თუმცა ჩვენს შემთხვევაში, ისიც კი გაურკვეველია ვინაა კეთილი და ვინ არა.
  ვითარებაში გასარკვევად, როგორც ვიცით, საზოგადოებას ჟურნალისტები უნდა დაეხმარონ. მოვლენები უნდა გაშუქდეს ისე, როგორც ეს სინამდვილეშია და არა როგორც ვიღაც–ვიღაცეებს სურთ. თუმცა ამ სფეროშიც ვერ გვაქვს ქართველებს საქმე კარგად. რა პრიციპით მოქმედებენ დღევანდელი ჟურნალისტები? ცოტა ინფორმაცია ჩვენით მოვიპოვოთ, ცოტას სხვები გაგვანდობენ, დანარჩენს კი – შევთხზავთ... ასე თუ გავაგრძელებთ, ვშიშობ, დიდი დღე აღარ უწერია ქართულ ჟურნალისტიკას.მთელი ცხოვრება იმას ჩამჩიჩინებდნენ ოჯახში, საკუთარი თვალით ნანახი გერჩიოს სხვის მოყოლილსო, ამიტომაც იმის მტკიცებას ვერ დავიწყებ, ჟურნალისტები სრულიად ობიექტურ, კარგად დამუშავებულ სტატიებს წერენ, რომელსაც უბრალოდ არ უბეჭდავენ, რადგან იმის შიში აქვთ, გაზეთი( ჟურნალი) არ დაგვიხურონო. მე, როგორც ჯერ–ჯერობით რომანტიკოსს და მომავალში, ალბათ, რეალისტს, მჯერა, რომ ვისაც გულით უნდა მიზანს მიაღწიოს, ის აუცილებლად შეძლებს ამას. ჰოდა, სანამ „მუხთალმა“ ცხოვრებამ მწარე რეალობას არ დამაჯახა, მანამ მეჯერება, რომ კიდევ შეიძლება ქართული ჟურნალისტიკის გადარჩენა. 
  ჭკვიანი ადამიანები თავის შეცდომებზე სწავლობენ, ბრძენები –სხვისაზე, სულელები კი საერთოდ ვერაფერს სწავლობენ. ალბათ, ქართველებმა ისე მწარედ მაინც ვერ ვიწვნიეთ დაშვებული შეცდომების შედეგები, რადგან იგივე გზას ვადგავართ და ვშიშობ, სულ ესე არ გაგრძელდეს. უკვე 19 წელი შემისრულდა და ლამის ჩემი პირველი სიტყვა მიტინგი იყო. ეს წლები მიტინგობანაში გავატარე, საკმაოდ დამღლელ და არაფრისმომტან მიტინგობანაში. ვნახე, როგორც მშვიდობიანად ჩატარებული აქციები, ასევე დარბეულ – დასისხლიანებული ქართველები. გადავაგდებთ ერთს გვინდა მეორე, მერე მეორეს გადავაგდებთ და მესამეს ვინდომებთ. რატომ ვერ ვისწავლეთ ჭკუა?! რატომ სხვა გზებს ვერ მივმართავთ?! ასეთი გამოუსწორებელი რა სჭირს ამ კონსტიტუციას?! ნუთუ არ შეიძლება თვითონ საზოგადოება მოექცეს დემოკრატიის ჩარჩოებში, წამოაყენოს ისეთი მოთხოვნები, რომლებიც არ იქნება მორიგი ქაოსის გამომწვევი და მორიგი სინანულის მიზეზი?! რაც თავი მახსოვს, იმას ვნანობთ, მაშინ ამ ტირანის მიტინგზე რამ წამიყვანაო. იქნებ დაფიქრდეს ცალკეული ადამიანი, ლიდერების დახმარების გარეშე ჩაიხედოს საკუთარ სულში და გულში, არ იმოქმედოს როგორც ბრბომ?! იქნებ სწორედ მაშინ დასრულდეს ეს გაუთავებელი მიტონგობანა, რომელიც ყოველდღიურ რუტინად იქცა ჩვენს ცხოვრებაში.  
  ქართველებს კიდევ ერთი ცუდი ჩვევა გვაქვს. ალბათ ყველა შესწრებიხართ ქართველი მძღოლების შეხლა–შემოხლას თავისი ვერბალური გაფორმებებით, ამის გამო წარმოშობილ საცობებშიც მრავალჯერ ვმდგარვართ და ეს ყველაფერი რის გამო? იმიტომ რომ, არც ერთს უნდა დათმობა და არც მეორეს. ეს სენი, სამწუხაროდ, მხოლოდ მძღოლებს არ ახასიათებს. პოლიტიკაშიც იგივე ვითარებაა. არც ერთი მხარე არ თმობს, ან ამ დათმობას სამარცხვონოდ ფორმალური სახე აქვს. ეს ყველაფერი ქმნის ქაოსს, ქაოსში კი ქურდები და ავაზაკები ხეირობენ ხოლმე. 
  როგორც ვთქვი, შეუძლებელია საქართველოში წერო სტატია და არ ილაპარაკო პოლიტიკაზე. პოლიტიკაა ყველგან, სახლში, ქუჩაში, ტრანსპორტში, უნივერსიტეტში და კაფეშიც... მოკლედ ყველგან ,სადან კი ადამიანს ფეხი დაუდგამს. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ცხოვრება პოლიტიკის გარეშე, მაგრამ ასეთი ჩართულობაც დაუშვებელია. ჩემი რვლა წლის დეიდაშვილიც კი დღე და ღამ ამ სიტყვებს გაიძახის : „მიშა ვარდები, მალე გადავარდები.“ 

  როდესაც ადამიანი წერს, ყოველთვის მტკივნეულ თემას ეხება. მე, რაც არ უნდა გატაცებული ვიყო ხელოვნებით, ვერ დავწერ პიკასოს გამოფენაზე, რომელიც მალე საქართველოში იქნება. იქნებ უფრო საინტერესოც კი გამოსულიყო, მაგრამ დღეს მიხეილ სააკაშვილის გამოსვლებსა და სალომე ზურაბიშვილის „ дялог“–ს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ვიდრე დიდი გენიოსის შედევრებს, რომლის ნახვის საშუალებაც მალე გვექნება. ასევე ვერ მოგიყვებით ნიკო ფიროსმანის გამოფენებზე, რომელის სიღნაღში გაიმართა და მალე თბილისშიც გვექნება საშუალება მეთევზეებსა და მოხარშულ ქათმებს ქართველი გენიოსისეული თვალით შევხედოთ. 

ნანიკო ვაჩნაძე

20მაისი, 2009 წელი